Monday, January 27, 2014

მზე 24 საათის განმავლობაში
გაუცნობიერებელია. მაგალითად, არც კი ვფიქრობთ, რომ ბუნებრივ რესურსებში, შენობების გასათბობად თუ წყლის გასაცხელებლად რომ ვიყენებთ (შეშა, ნახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი), მზის ენერგიაა დაუნჯებული.
ეს რესურსები კი, რომელთა მარაგი დედამიწაზე ათასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა, ულევი როდია და მათი ეკონომიური ხარჯვა თანამედროვეობის აქტუალური პრობლემაა.
ამ პრობლემის გადაჭრისათვის, ერთ–ერთი მთავარი როლი ენიჭება მზის ენერგიის გამოყენებას.

ინფორმაცია განსჯისათვის: მზის ენერგიის მოცულობა, დედამიწაზე ერთი დღის განმავლობაში რომ ეცემა,  ათიათასჯერ აღემატება შეშის, ნახშირის, ნავთობის და გაზის ფორმით მოხმარებულ ენერგიას.

მზე ყოველთვის გვათბობს
მზე მიეკუთვნება ჩვენი პლანეტის ე.წ. „განახლებად ენერგეტიკულ რესურსს“, ანუ ენერგიის ეს სახე, ყველა სხვა ტრადიციული წყაროსგან განსხვავებით, პრაქტიკულად, ამოუწურავია. მზის სხივი არ საჭიროებს მოპოვებასა და ტრანსპორტირებას, იგი უწონო, უხმაურო, უვნებელია, ხოლო მისი უტილიზაცია არ წარმოქმნის პირდაპირ ნარჩენებს და არ არღვევს პლანეტის თბურ წონასწორობას.
ცდება, ვინც ფიქრობს, რომ მზის ენერგიის გამოყენება მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი. მზის სითბო ზამთარშიც საკმარისია ცხელი წყლის მისაღებად.
„NASA”-ს მონაცემებით, მაისიდან ოქტომბრამდე, საქართველოში, შესაძლებელია წყლის გასაცხელებლად საჭირო ენერგიის 100 %-ით უზრუნველყოფა; მარტში, აპრილსა და ოქტომბერში მზე მოგვცემს საჭირო სითბოს ნახევარს; ნოემბრიდან თებერვლამდე კი – 20-30 %-ს.
მზის კოლექტორები - რეალური პერსპექტივები
მარგი ენერგია, რომელიც შეიძლება მივიღოთ მზისაგან, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. დიდი მნიშვნელობა აქვს მზის ენერგიის საერთო შემოსვლას: ყოველწლიური ინსოლაცია საქართველოს კონკრეტული რეგიონების მიხედვით მერყეობს 900-დან 1800 კვტ/სთ-მდე (კვ.მ./ წელ.)
ინფორმაცია განსჯისათვის:  საქართველოში, ყოველ კვადრატულ მეტრზე, წელიწადში 1300 კვტ/სთ მზის ენერგია ხვდება, რაც დაახლოებით 120 ლიტრ დიზელის საწვავს ან 130 კუბ. მეტრ ბუნებრივ აირს უტოლდება.
საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის ცხელი წყლის მისაღებად და შესანარჩუნებლად იყენებენ კოლექტორებს, რომლებიც მზის ენერგიას გარდაქმნიან თბურ ენერგიად. მზის კოლექტორების ძირითადი სახეებია ბრტყელი და ვაკუმური. ბრტყელ კოლექტორებს უფრო ფართოდ იყენებენ, დაბალი ღირებულების გამო. მილოვანი ვაკუმური კოლექტორები უფრო ძვირია და მაღალმწარმოებლური. მათ უკვე 20 წელია ფართოდ იყენებენ ევროპაში. მზის სხივები ძლიერი მოღრუბლულობისა და ჰაერის დაბალი ტემპერატურის პირობებშიც აღწევს კოლექტორამდე, სპეციალური საფარი შთანთქავს მათ და ასევე სპეციალური სითხით გავსებული მილების მეშვეობით სითბოს გადასცემს სისტემას...
ზაფხულობით შესაძლებელია ენერგიის დამატებით წყაროზე უარის თქმა. წლის დანარჩენ დროს და უმეტესად, ზამთარში, შენობათა გასათბობად ჰელიოდანადგარი თავსდება თბური ენერგიის მეორე დამოუკიდებელ წყაროსთან. ჩვეულებრივ, ეს არის გაზზე/დიზელზე მომუშავე გამათბობელი, ან, უკეთეს შემთხვევაში, კონდენსაციური ქვაბი.
ვაკუმურ კოლექტორებს ამონტაჟებენ მაღალი ტემპერატურის მისაღწევად ან კომპლექსურ სისტემებში წყლის გასაცხელებლად და შენობათა გასათბობად. შთანთქმის მაღალი კოეფიციენტის  (95 %-ზე მეტი) და იდეალური საიზოლაციო თვისებების წყალობით, ვაკუმური კოლექტორი ეფექტურად მუშაობს   მთელი წლის განმავლობაში (ბრტყელი კოლექტორი –  დაახლოებით 9 თვე). დარტყმამედეგი მინის მეშვეობით უზრუნველყოფილია სეტყვისადმი მდგრადობა, უყინავი სითხე (გლიკოლის ხსნარი) უზრუნველყოფს კოლექტორების მუშაობას  -50° C -მდე ჰაერის ტემპერატურის პირობებში.
მზის თბომომარაგების სისტემებს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და ხანგრძლივად მომუშავე სისტემებად მიიჩნევენ იმ პირობით, თუ იგი სწორად არის გაანგარიშებული და ხარისხიანად დამონტაჟებული.  დიდი მნიშვნელობა აქვს ჰელიოსისტემის სწორ დაპროექტებას, კოლექტორის ტიპს, დახრის კუთხეს და ორიენტაციას. ჰელიოდანადგარის ექსპლუატაციის ეკონომიური რეჟიმის უზრუნველსაყოფად, საჭიროა გამართვის (მონტაჟის) ყველა ნიუანსის გათვალისწინება.
ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ სისტემამ ვერ უზრუნველყოს თბური ენერგიის საჭირო რაოდენობა ან მალე გამოვიდეს მწყობრიდან.
ჰელიოსისტემების გამოყენება
დროებით ნაგებობებსა და მშენებელთა საცხოვრებლებში
ნებისმიერი დროებითი ობიექტის ცხელი წყლით მომარაგების ყველაზე მარტივი გზაა დაბალწნევიანი მზის კოლექტორის გამართვა. აღნიშნული მოწყობილობა გამოირჩევა მონტაჟის  და გამოყენების სიმარტივით და არ მოითხოვს დამატებით ელექტროენერგიას ან სანტექნიკური სამუშაოების ჩატარებას. სისტემის მონტაჟი გულისხმობს მხოლოდ ავზში შემავალი ცივი წყლის მილისა და ავზიდან გამომავალი ცხელი წყლის მილის სისტემასთან მიერთებას. ეს იდეალური გადაწყვეტილებაა საზაფხულო სააგარაკო სახლების, მშენებარე ობიექტების ცხელი წყლით დროებით უზრუნველსაყოფად.
კერძო კოტეჯებში
მზის კოლექტორები წარმატებით გამოიყენება კოტეჯების ავტონომიური ცხელი წყალმომარაგებისა და გათბობის სისტემებში. ამისთვის, გამოსადეგია როგორც დაბალწნევიანი მარტივი კოლექტორები, ასევე ყველაზე თანამედროვე აქტიური მაღალწნევიანი სპლიტ-სისტემები, რომელთაც პარალელურად უერთებენ სახლის გათბობის ძირითად სისტემას.
სასტუმროებში, პანსიონატებსა და დასასვენებელ სახლებში
პრაქტიკიდან გამომდინარე, სასტუმროები და სხვა ტურისტული საცხოვრებლები ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ობიექტებია მზის სითბოს გამოსაყენებლად. ვინაიდან სწორედ ზაფხულში, როცა ყველაზე მეტია მზის სითბო, დგება ცხელი წყლის დიდი ოდენობით მოხმარების საჭიროება.
რესტორნებში, კაფეებში, ბარებში
ყოველმა კერძო მფლობელმა იცის, რა ხარჯების გაწევა უწევს ცხელი წყლით მომარაგებაზე, გათბობასა და  განათებაზე. ელექტროენერგიისა და გაზის ღირებულება მუდმივად იზრდება, ამრიგად, დანახარჯებიც ცხელი წყლით მომარაგებაზე ასევე მატულობს. ცხელი წყალმომარაგების სისტემებისათვის კომპანია “თერმარსენალი“–ს  მიერ წარმოდგენილ ვაკუმურ მზის კოლექტორებს შეუძლიათ ცხელი წყლით უზრუნველყოფა ყოველთვის, როცა დაგჭირდებათ და ამასთან,  მიმდინარე ხარჯების 90%–ით შემცირება.
საკლუბო ტიპისა და მრავალსართულიან სახლებში
ავტონომიური ენერგოუზრუნველყოფა ახალი თაობის ელიტური საცხოვრებლების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია. თანამედროვე ბინათმშენებლობის ტენდენციები განსაკუთრებულ ინტერესს აძლიერებს ენერგიის ავტონომიური წყაროებით ობიექტების უზრუნველყოფისადმი. მზის ენერგია არა მხოლოდ ინარჩუნებს საცხოვრებლის ენერგოდამოუკიდებლობას, არამედ 5 წლის პერსპექტივაში შესაძლებელს ხდის საექსპლუატაციო ხარჯების სერიოზულ შემცირებას.
საცურაო აუზებში
ევროპასა და აშშ-ში პოპულარული მზის კოლექტორების ეს ვარიანტი სავსებით მისაღები იქნება საცურაო აუზების მქონე კერძო სახლების მფლობელებისათვის. სისტემა ადვილად ჩაშენდება წყლის გაწმენდის სისტემაში და იძლევა საცურაო აუზში მისაღები ტემპერატურის შენარჩუნების შესაძლებლობას როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სისტემის ეფექტურობა დამოკიდებულია მზის კოლექტორების ფართობსა და აუზის მოცულობაზე, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გამოყენებისას,  თქვენ არაფერს იხდით აუზის გასათბობად.
თანამედროვე ბინებში
კომპანია “თერმარსენალის“ მიერ შემოთავაზებული აივნის ვაკუმური მზის კოლექტორები სრულად უზრუნველყოფს 2-3- წევრისაგან შემდგარ ოჯახებს ცხელი წყლით. შესაძლებელია, ასევე, თბილი იატაკის სისტემის გამართვა.
სამრეწველო საწარმოებში
ნებისმიერი სამრეწველო ობიექტის ცხელი წყალმომარაგებისა და გათბობის ორგანიზაცია სადავიდარაბო საქმეა და, ზოგჯერ, გაუმართლებლად ძვირია, მთელი რიგი საპროექტო და ნებადამრთველი დოკუმენტების გაფორმების აუცილებლობის, ასევე ენერგომატარებლების (გაზი, ელექტროენერგია) მიწოდების ხაზების გაყვანასთან დაკავშირებული დანახარჯების გამო. მზის ენერგიის გამოყენებით, გათბობის სისტემის მოწყობის და მისი ყოველთვიური მომსახურების ხარჯები შეიძლება 70-80 %-ით შემცირდეს.
ამოგების ვადები
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მოითხოვს გარკვევას ჰელიოსისტემის შერჩევისას. სისტემის მწარმოებლურობა დამოკიდებულია საქართველოს კონკრეტულ რეგიონში მზის გამოსხივების პარამეტრებსა და სისტემის მოხმარების ინტენსივობაზე.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ მზის კოლექტორის სისტემის მოწყობის ღირებულება მეტია თბომომარაგების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით. სისტემის მწარმოებლურობა დამოკიდებულია საქართველოს კონკრეტულ რეგიონში მზის გამოსხივების პარამეტრებსა და სისტემის მოხმარების ინტენსივობაზე. ფაქტობრივად, არჩეული მოწყობილობის ტიპისა და მახასიათებლის შესაბამისად, კაპიტალდაბანდების ამოგება ხდება 2-5 წლის განმავლობაში.
ხოლო სისტემის შემდგომი გამოყენება შესაძლებელს ხდის მზის დანადგარის მიერ გამომუშავებული ენერგიის უფასოდ მიღებას!
ყოველივე ამის გათვალისწინებით, დღეს უკვე რეალურია გავხადოთ ჩვენი ცხოვრება უფრო კომფორტული და, ამასთანავე დავიწყოთ ენერგოდანახარჯების შემცირება.

¥ € $ - ენერგოკრედიტი
კვლევები გვიჩვენებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი, რომელსაც საქართველო მოიხმარს ენერგიის სახით, სამჯერ აღემატება ევროპის ქვეყნების იმავე მაჩვენებელს. ენერგიის არაეფექტური მოხმარება უშუალო ზემოქმედებას ახდენს ქართული ბიზნესის საწარმოო ხარჯებზე და არახელსაყრელ პირობებში აყენებს მათ მზარდ კონკურენტულ გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში.
ევროპის  რეკონსტრუქციისა  და  განვითარების  ბანკი (EBRD)  ეხმარება  მთელ  რიგ  ქვეყნებს  ენერგიის  ხარჯვის  შემცირებაში. ამ მიზნით EBRD-იმ  ადგილობრივ ბანკებს  გამოუყო  35  მილიონი  აშშ  დოლარის ოდენობის  საკრედიტო  ხაზი  მოსახლეობის დასახმარებლად, რათა ენერგოეფექტურ  მოწყობილობებში  ინვესტიციების  განხორციელებით  მიიღონ  მაქსიმალური  სარგებელი,  ასევე  დაზოგონ  თანხები  და  ენერგია.
თუ თქვენ ფლობთ, მართავთ რომელიმე ქვემოთ მოცემულ შენობას ან დაწესებულებას –
  • კოტეჯი
  • სასტუმრო
  • რესტორანი
  • სავაჭრო ცენტრი
  • ბიზნეს ცენტრი
  • გასართობი ცენტრი
  • კერძო გამაჯანსაღებელი ცენტრი
  • კერძო საგანმანათლებლო ცენტრი –
ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ ენერგიის დაზოგვაში, მიმდინარე ხარჯების შემცირებაში, იმისათვის, რომ თქვენი სახლი, შენობა  გახდეს უფრო კომფორტული, ბიზნესი კი უფრო მომგებიანი.
ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს, უკან  დაიბრუნოთ გამოყენებული ენერგოეფექტური დანადგარების ღირებულების
15%-ი!

წყარო